ევროკავშირი ჩინეთს მადლობას უხდის

ევროკავშირი ჩინეთს მადლობას უხდის

1380926
ევროკავშირი ჩინეთს მადლობას უხდის

ევროკავშირი, ჩინეთს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ 19)  წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში სამედიცინო დახმარების გაწევის  გამო მადლობას უხდის. ევროკომისიის პრეზიდენტმა,  ურსულა ფონ დერ ლაიენიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ  ლი კეციანს ტელეფონით ესაუბრა. ურსულა ფონ დერ ლაიენი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ლი კეციანს ევროკავშირისათვის 2 მილიონი ქირურგიული ნიღბის, 200 ათასი  N95 პირბადის, 50 ათასი სადიაგნოსტიკო ნაკრების და სხვა საჭირო სამედიცინო საშუალებების გადაცემის გამო მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები