ჩინეთში კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა

ჩინეთში კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა

1374099
ჩინეთში კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა

ჩინეთის სამხრეთით, ფუჯიანის პროვინციაში სასტუმრო, რომელიც კორონავირუსის (კოვიდ -19) გამო კარანტინისთვის გამოიყენებოდა,   ჩამოინგრა. ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებით სასტუმროში, რომელშიც 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ნანგრევებიდან სულ 43 ადამიანია ამოყვანილი. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ამ დროისათვის სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.  შეგახსენებთ, რომ ჩამონგრეული სასტუმრო მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან მოყოლებული კორონავირუსის გამო საკარანტინო ზონად გამოიყენებოდა.



მსგავსი ინფორმაციები