მსოფლიო თურქეთს თანადგომას უცხადებს

მსოფლიო თურქეთს თანადგომას უცხადებს

1368209
მსოფლიო თურქეთს თანადგომას უცხადებს
stoltenberg.JPG

ევროპარლამენტის თურქეთის მომხსენებელმა, ნაჩო სანჩეს ამორმა იდლიბში, ასადის რეჟიმის მხრიდან თურქ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმა შეაფასა და აღნიშნა: „ვწუხვართ თურქი სამხედოების დაღუპვის გამო და რეგიონში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვართ. ევროკავშირი უფრო სანდო მოკავშირეა“.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი: „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმის ძალების მხრიდან თურქ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმებს მკაცრად ვგმობ და სირიის რეჟიმს მოვუწოდებ ეს ვერაგული თავდასხმები შეწყვიტოს“.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: „ნატო-ს მოკავშირე თურქეთის გვერდით ვართ. ამ კრიზისულ მდგომაროებაში თურქეთს თუ რა სახის დახმარებას გავუწევთ, ამის თაობაზე სხვადასხვა ვერსიებს განვიხილავთ“.

საკითხს გამოეხმაურა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკაც.

პრემიერ მინისტრი ერსინ თათარი: „ტერორის შესაჩერებლად და  თურქეთის მიმართ საფრთხეების აღმოსაფხვრელად იდლიბის რეგიონში მყოფ თურქ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმებს მკაცრად ვგმობ. ჩემი და მთავრობის სახელით თურქეთის მწუხარებას ვიზიარებ.  ღმერთმა დაღუპულების სულები ნათელში ამყოფოს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“. თურქეთს,  სამხედროები დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადეს ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის სხვა მთავრობის წარმომადგენლებმაც.


საკვანძო სიტყვები: #თანადგომა , #თურქეთი , #მსოფლიო

მსგავსი ინფორმაციები