სეჰოფერს ლტოლვილთა ახალი ნაკადი აშინებს

“ევროკავშირის საზღვრებზე ლტოლვილთა ახალი ნაკადების მოზღვავების რისკი ძალიან მაღალია“

1359578
სეჰოფერს ლტოლვილთა ახალი ნაკადი აშინებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორტს სეჰოფერმა, თავისი ქვეყანაც და ევროპაც გააფრთხილა ლტოლვილთა ახალი კრიზისის თაობაზე. სეჰოფერმა გაზეთ Bild-სთვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარშემო, ბოლო რამდენიმე წელში მრავალი  კონფლიქტი მოხდა, რამაც იძულებითი ადგილნაცვალების რაოდენობა გაზარდა და აქედან გამომდინარე, ევროკავშირის საზღვრებზე ლტოლვილთა ახალი ნაკადების მოზღვავების რისკი ძალიან მაღალია. მანვე, 2015 წელს ევროპაში მომხდარ ლტოლვილთა კრიზისზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ თუ, ევროკავშირს საგარეო საზღვრების მიგრაციის საკითხებში არ დაეხმარებიან, მაშინ,  მეორე 2015 წელს მიიღებენ. გერმანელმა მინისტრმა ევროკავშირის ლტოლვილთა პოლიტიკაში პროგრესის ნაკლებობაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ საკითხში არსებული უძრაობა ვერ დაძლიეს, ამიტომაც საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების სწრაფი გადადგმა. სეჰოფერის განცხადებითვე, თავშესაფრის სისტემის შესახებ მათ მოლაპარაკებები ჰქონდათ ევროკავშირის კომისიასთან და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხში პროგრესს მიაღწევენ. გერმანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი მიგრანტი მიიღო



მსგავსი ინფორმაციები