პუტინ - სალმანს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

განიხილეს ნავთობის გლობალურ ბაზრებზე განვითარებული მოვლენები

1352990
პუტინ - სალმანს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საუდის არაბეთის მეფესთან, სალმან ბინ აბდულაზიზთან სატელეფონო საუბარში,  ნავთობის გლობალურ ბაზრებზე განვითარებული მოვლენები განიხილა. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა და მეფე სალმანმა საუბრის დროს ურთიერთ აზრები გაცვალეს ნავთობის ბაზრებზე არსებულ სიტუაციებზეც. ამავე განცხადების თანახმად, პუტინმა და მეფე სალმანმა დაადასტურეს, რომ ისინი მზად არიან ნავთობის გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ნავთობპროდუქტების ექსპორტიორ ორგანიზაციებსა (OPEC) და ოპეკის გარეთ დარჩენილ ნავთობპროდუქტების მწარმოებლებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიიღონ და გადადგან აუცილებელი ნაბიჯები.



მსგავსი ინფორმაციები