პუტინსა და მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

მათ ძირითადად ლიბიის საკითხი განიხილეს

1351040
პუტინსა და მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

 

კრემლის სასახლიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ძირითადად ლიბიის კრიზისი განიხილა. “ლიდერებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ბერლინში გამართული ლიბიის კონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებების შესრულებასთან და პუტინმა ხაზი გაუსვა ლიბიაში მხარეებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე ერთობლივი კოორდინაციის აუცილებლობას“, აღნიშნულია კრემლის განცხადებაში. ამავე განცხადებით,  მათვე, უკრაინასა და სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს, ხოლო ამის პარალელურად ურთიერთ მოსაზრებები გაცვალეს დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები