ბორის ჯონსონმა ბრექსიტს ხელი მოაწერა

ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს

1347130
ბორის ჯონსონმა ბრექსიტს ხელი მოაწერა

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის  ოფისის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ბორის ჯონსონმა ბრექსიტის ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესს ევროკავშირიდან, გუშინ, შუადღეს მოაწერა ხელი. განცხადებაში ნათქვამია: "Brexit-ის ხელშეკრულების ხელმოწერა მშვენიერი მომენტია. ამით ცხოვრებაში გატარდება 2016 წლის რეფერენდუმის შედეგები და ამასთან ბოლო მოეღობა ამ თემაზე დისკუსიებსა და პოლარიზებებს. სხვათა შორის, ეს ხელმოწერა გაკეთდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის იმ ოფიციალური პირების წინაშე, რომლებმაც ტექსტი ბრიუსელიდან ჩამოიტანეს. გუშინვე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ასევე ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარემ ჩარლზ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეინმაც. ახლა, ეს ხელშეკრულება რომ ძალაში შევიდეს, საჭიროა ევროპარლამენტის მხრიდან რატიფიცირება და სავარაუდოდ კენჭისყრა ბრიუსელში, 29 იანვარს გაიმართება. რის შემდეგ ევროკავშირის საბჭო, მთელი კავშირის სახელით, წერილობით დადგენილებას გამოაქვეყნებს. ასე რომ, ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.



მსგავსი ინფორმაციები