პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ეგვიპტელ კოლეგასთან

განიხილეს ლიბიის კრიზისი

1338910
პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ეგვიპტელ კოლეგასთან

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ეგვიპტელმა კოლეგამ, აბდულფეტტაჰ ეს-სისიმ სატელეფონო საუბარი გამართეს და ძირითადი ყურადღება დაუთმეს ლიბიის კრიზისს. კრემლის სასახლიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სისისთან და განიხილეს ლიბიაში შექმნილი ბოლო ვითარება. ”ამ სატელეფონო საუბრის დროს, 8 იანვარს, ვლადიმერ პუტინის სტამბულში ვიზიტისას თურქეთის ლიდერ ერდოღანთან ლიბიის თაობაზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასთან ერთად,  ხსენებულ ქვეყანაში შექმნილი ბოლო ვითარებაც განიხილეს”, აღნიშნულია კრემლის განცხადებაში. ამავე განცხადებით, პუტინმა და სისიმ გამოთქვეს საჭიროება, მშვიდობიანი გზით დააჩქარონ საერთაშორისო ძალისხმევა ლიბიის დაპირისპირებულ ორ მხარეს შორის კრიზისის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად



მსგავსი ინფორმაციები