აშშ-ს კონგრესმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუშლის  ირანთან   შესაძლო ომის დაფინანსებას

აშშ-ს კონგრესმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუშლის  ირანთან   შესაძლო ომის დაფინანსებას

1334674
აშშ-ს კონგრესმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუშლის  ირანთან   შესაძლო ომის დაფინანსებას

აშშ-ს კონგრესმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუშლის  ირანთან   შესაძლო ომის დაფინანსებას. ამერიკის შეერთებული შტატების  კონგრესი  როგორც სენატს, ისე წარმომადგენელთა პალატას, წარუდგინა კანონპროექტი,   რომელიც  ხელს შეუშლის კონგრესის  ნებართვის გარეშე ირანთან შესაძლო ომის  დაფინანსებას. კანონპროექტი,  სენატორმა ბერნი სანდერსმა წარუდგინა სენატს.  რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა რო ხანანამ  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების გამო მკაცრად გააკრიტიკა. მან ტრამპის ადმინისტრაცია,  აშშ-ის ახალ ომში ჩარევაში  დაადანაშაულა და კონგრესს მოუწოდა, რომ ხელი შეუშალონ შესაძლო ირანთან ომის დაფინანსებას.   „დღეს ჩვენ, განვითარებული მოვლენების შედეგად მოწმენი ვართ, რომ ახლო  აღმოსავლეთში  ახალი და საშინელი ომი  შეიძლება დაიწყოს. ირანთან შესაძლო ომი, უთვალავი ადამიანის მკვლელობას გამოიწვევს და ტრილიონობით დოლარის საფასურს მოითხოვს. შესაძლო მსგავსი სცენარი ასევე უამრავი ადამიანის იძულებით მიგრაციასაც გარდაუვალს გახდის. ტრილიონობით დოლარი ომისთვის კი არ უნდა იქნას გამოყენებული, არამედ ამერიკელ ხალხს მოხმარდეს, უფრო უკეთესის იქნება. ამიტომ, კონგრესს მოვუწოდებთ შესაძლო ირანთან ომის დაფინანსებას მხარი არ დაიჭირონ“, განაცხადეს სენატორმა  სანდერსმა და წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა  ხანანამ   ერთობლივ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები