ტაივანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გენერალური შტაბის უფროსი დაიღუპა

ტაივანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გენერალური შტაბის ხელმძღვანელი შენ ი-მინგი დაიღუპა

1333364
ტაივანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გენერალური შტაბის უფროსი დაიღუპა

ტაივანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, რომელსაც სამხედრო თანამდებობის პირები გადაჰყავდა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი შენ ი-მინგი დაიღუპა.

ტაივანის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (CNA) მიერ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსი შენი და საჰაერო ძალების სარდალი ჰსიუნგ ჰუ-ჩი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენი UH-60M Black Hawk-ი ახალი ტაიბეის რაიონ ვულაის მთიან რეგიონში ჩამოვარდა.

დილის საათებში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ ვერტმფრენში მყოფი 13 ადამიანიდან 5 მძიმედ დაშავებული გადარჩა. ვერტმფრენი მთიან რეგიონში ჩამოვარდნამდე ადგილობრივი დროით 08.07 საათზე რადარებიდან გაუჩინარდა.

Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ჩინური ახალი წლის აღნიშნვამდე რევიზიის ჩასატარებლად ტაიბეიდან ჩრდილოეთით მდებარე ილანში მიფრინავდა.



მსგავსი ინფორმაციები