ბოკო ჰარამის ტერორისტები მასიურ მკვლელობებს განაგრძობენ

ბოკო ჰარამის ტერორისტები მასიურ მკვლელობებს განაგრძობენ

1326340
ბოკო ჰარამის ტერორისტები მასიურ მკვლელობებს განაგრძობენ

ცენტრალური აფრიკის ქვეყნებიდან ჩადში  მოქმედი რადიკალური  დაჯგუფება ბოკო ჰარამის წევრებმა ერთ-ერთ სოფელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ადგილობრივი და ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ჩადის ტბის დასავლეთ ნაწილში მდებარე მეთევზეთა სოფელში ბოკო ჰარამის ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 14 სამოქალაქო დაიღუპა, 5 დაშავდა ხოლო,  13 გაუჩინარდა. ნიგერიაში აღნიშნული ტერ-ორგანიზაციის შექმნიდან (2009 წლიდან)  დღემდე 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ერთ ნახევარი მილიონი ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა. ხსენებულმა ტერ-ორგანიზაციამ 2015 წლიდან მოყოლებული კამერუნში, ჩადში და ნიგერიაში მასიური თავდასხმები გაახშირა. ბოკო ჰარამის მხრიდან ჩადის ტბის მიმდებარე რეგიონებში განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები