ბურკინა-ფასოში პროტესტანტულ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოში პროტესტანტულ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

1315835
ბურკინა-ფასოში პროტესტანტულ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოს აღმოსავლეთ ნაწილში დაუდგენელი შეიარაღებული პირების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაუდგენელი შეიარაღებული პირები, ფუთოურის რეგიონში ჰანტუკურაში მდებარე პროტესტანტულ ეკლესიას თავს დაესხნენ.

აღმოსავლეთ რეგიონის გუბერნატორმა, პოლკოვნიკმა საიდუ სანუმ განაცხადა, რომ მომხდარის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის ერთი მღვდელი დაიღუპა და ბევრი კი დაიჭრა.

გუბერნატორ სანუს განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა თავდასხმის რეგიონში ოპერაცია მოაწყვეს.



მსგავსი ინფორმაციები