ტრამპმა ბორისოვი მიიღო

“აშშ-ი და ბულგარეთი მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებს წარმოადგენენ“

1312579
ტრამპმა ბორისოვი მიიღო

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბულგარეთის პრემიერ მინისტრ ბოიკო ბორისოვს შეხვდა. ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში შეხვედრამდე განუცხადათ, რომ "ძალიან ნაყოფიერი შეხვედრის" ჩატარებას ელის. მისივე თქმით ბულგარეთმა ამერიკისგან F-35- ები და სხვა სამხედრო მასალები იყიდა და ამასთან მრავალი სამხედრო შეკვეთებიც მისცა. ბორისოვმა მადლობა გადაუხადა ტრამპს კეთილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სავიზო საკითხს მოაგვარებენ. ტრამპისა და ბორისოვის პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე კი აღინიშნა, რომ ამერიკა და ბულგარეთი მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებს წარმოადგენენ და ისინი უახლოეს ხანებში გეგმავენ თავდაცვის ტექნოლოგიისა და სამრეწველო პარტნიორობის გაღრმავებას



მსგავსი ინფორმაციები