შეიარაღებული თავდასხმა რაიონულ ცენტრზე

დაიღუპა 11 პოლიციელი

1279279
შეიარაღებული თავდასხმა რაიონულ ცენტრზე

 

ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ბელჰის პროვინციაში, თალიბანების მიერ განხორციელებულ თავდასხმას 11 პოლიციელი ემსხვერპლა. ბელჰის გუბერნიის პრეს სამსახურიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, თალიბების მძიმედ შეიარაღებული წევრები შორ თეფეს რაიონულ ცენტრს ოთხივე მხრიდან დაესხნენ თავს და წარმოქმნილი შეტაკების დროს 11 პოლიციელი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. ხელისუფლებამ რეგიონს უსაფრთხოების ძალების დამატებითი რაზმები მიავლინა. თვითმხილველების განცხადებით, თავდასხმის შემდეგ თალიბებმა კონტროლზე აიყვანეს ხსენებული რაიონული ცენტრი. თალიბების წარმომადგენელთა განცხადებით კი, ამ თავდასხმის შედეგად 30-მდე პოლიციელი მოკლეს



მსგავსი ინფორმაციები