ვაშინგტონში ათასობით მოქალაქემ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქცია გამართა

ვაშინგტონში ათასობით მოქალაქემ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქცია გამართა

1273716
ვაშინგტონში ათასობით მოქალაქემ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქცია გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ათასობით მოქალაქემ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქცია გამართა. „გლობალური კლიმატის გაფიცვა“ სახელწოდების აქციაზე, რომელიც გუშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა, ამერიკის ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. გარემოს დაცვის აუცილებლობის შესახებ ლოზუნგებით გამოსული აქციის მონაწილეებმა, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს. მეორეს მხრივ აქციები გაიმართა ასევე ბოსტონში,  ფილადელფიაში და სხვა ქალაქებშიც.  ყველა ქალაქში გამართულ აქციებზე ათასობით მოსწავლე და აქტივისტი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით დაუყონებლივ ზომების მიღებას ითხოვდნენ.



მსგავსი ინფორმაციები