ლიბიის ღია წყლებში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

დაიღუპა 5 კაცი

1259837
ლიბიის ღია წყლებში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

 

ლიბიის ქალაქ ელ-ჰუმის სანაპიროს ღია წყლებში არარეგულარული მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატმა (UNHCR) განაცხადა, რომ გუშინ დილით, ლიბიის სანაპიროზე ნავის ჩაძირვის შედეგად მინიმუმ 40 ადამიანი დაიკარგა, რომელთა უმეტესობას სუდანელი მიგრანტები წარმოადგენენ და დიდი ალბათობით ისინიც დაიღუპნენ, ხოლო ლიბიის სანაპირო დაცვის მაშველებმა 65 კაცის გადარჩენა შესძლეს და ამჟამად ხსენებული დაკარგულების სამაშველო და საძიებო სამუშაოები გრძელდება. ამავე ცნობით, გადარჩენილი მიგრანტები გადაიყვანეს ქალაქ ელ ჰუმში მოქმედ საიმიგრაციო ცენტრში, სადაც მათ სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინეს



მსგავსი ინფორმაციები