21 წლის ამერიკელმა ტეხასში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

არიან დაშავებულებიც

1247392
21 წლის ამერიკელმა ტეხასში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ამერიკის შეერთებული შტატებში, ტეხასის შტატის  ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. შტატის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა მომხდარს „ამაზრზენი და უაზრო ძალადობის აქტის“  უწოდა. მისივე თქმით რეგიონში უსაფრთხოების სამსახურები მობილიზებული არიან. მეორეს მხრივ ქალაქ ელ პასოს პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ  უბედური შემთხვევიდან ერთი დღით ადრე თავდამსხმელმა მანიფესტი გაავრცელა, რომელშიც იგი შურისძიების და ძალადობის ამსახველ განცხადებებს ავრცელებდა. მათივე თქმით, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე თავდასხმის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები მიავლინეს, მაგრამ, ადგილზე მისულ უსაფრთხოების სამსახურს  მრავალი ცხედარი დახვდა. ოფიციალური პირების განცხადებით თავდამსხმელი 21 წლის ამერიკელი თეთრკანიანი პატრიკ კრუსიუსი გახლავთ, რომელიც უკვე დაკავებულია. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გამოძიება უკვე დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები