ევროპის ქვეყნებმა  ისრაელის ქმედებები მკაცრად დაგმეს

რუსეთმა, ისრაელს მოუწოდა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელები სახლების უკანონო დანგრევა შეაჩეროს

1241285
ევროპის ქვეყნებმა  ისრაელის ქმედებები მკაცრად დაგმეს

გერმანიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა და ესპანეთმა ისრაელის მხრიდან ოკუპირებულ  აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელების კუთვნილი  საცხოვრებელი სახლების  დანგრევა მკაცრად დაგმეს. აღნიშნულმა ქვეყნებმა ისრაელის ეს ქმედება ერთობლივად გავრცელებული დეკლარაციით დაგმეს. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და ინგლისმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში კერძოდ კი ალ-ჰუმუსში პალესტინელების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების დანგრევა დაგმეს. ოთხი  ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ   თელ-ავივის ქმედება რეგიონში სამშვიდობო პროცესის წარმართვას ხელს უშლის.   შეგახსენებთ, რომ ისრაელის ძალებმა, ორი დღის წინ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში, გამყოფ კედელთან სიახლოვის და ‘უსაფრთხოების’  გამო პალესტინელების საცხოვრებელი სახლების დანგრევა დაიწყო. მეორეს მხრივ რუსეთმა, ისრაელს მოუწოდა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელები სახლების უკანონო დანგრევა შეაჩეროს.



მსგავსი ინფორმაციები