ავტობუსი წყლის არხში ჩავარდა

დაიღუპა 29 მგზავრი

1232122
ავტობუსი წყლის არხში ჩავარდა

 

ინდოეთის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ უტტარ პრადეშის პროვინციის ქალაქ ლუკნოუდან დედაქალაქ დეჰლისკენ მიმავალი 50 კაციანი სამგზავრო ავტობუსი, არგას დასახლებასთან გამავალ წყლის არხში გადავარდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაიღუპა და 18  დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, ავარია შეიძლება მძღოლის ჩათვლემამ გამოიწვია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ამავე მესიჯით, სახელმწიფო, დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით, 500 ათასი რუპიას (დაახლოებით 7250 დოლარი) გადაუხდით



მსგავსი ინფორმაციები