ჰონდურასის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა

ჰონდურასის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა

1230267
ჰონდურასის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ჰონდურასის სანაპიროსთან თევზჭერის   ნავი ჩაიძირა რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 26 ადამიანი დაიღუპა. ჰონდურასის შეიარაღებული ძალების განცხადებით,   ჩაძირულ ნავზე 73 ადამიანი იმყოფებოდა რომელთაგან 47 გადარჩენა შესძლეს.  რეგიონში მეთევზეები ამ სეზონზე  კიბორჩხალის დაჭერით არიან დაკავებული. ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ხოსე დომინგო მეზამ განაცხადა, რომ ნავი უამინდობის გამო სხვა მიმართულებით წავიდა, რამაც ჩაძირვა გამოიწვია. მან ასევე განაცხადა, რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა.


საკვანძო სიტყვები: #ჩაძირვა , #ნავი , #ჰონდურასი

მსგავსი ინფორმაციები