ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო შენაერთებს გზავნის

ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო შენაერთებს გზავნის

1220514
ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო შენაერთებს გზავნის

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, პატრიკ შანაჰანმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენების გამო ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გააგზავნიან. შაჰანმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ცენტრალური ძალების სარდლობამ  (CENTCOM)  თეთრ სახლთან და გენშტაბთან შეთანხმებით ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების დისლოცირება მხოლოდ თავდაცვითი მიზნებით ხდება. ბოლო დროს ირანის მიერ ჩვენი სამხედრო ძალებზე   განხორციელებული თავდასხმები და საკითხთან დაკავშირებით ჩენს მიერ მოპოვებული საიდუმლო ინფორმაციები, ამას გვავალდებულებს.  აშშ-ს ირანთან დაპირისპირება არ სურს. დღეს, ჩვენს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, მთლიანად ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების  და ინტერესების დასაცავად არის მიმართული.“  



მსგავსი ინფორმაციები