ბუკინგემის სასახლესთან ტრამპის ვიზიტი გააპროტესტეს

ტრამპი ლონდონში ვერტმფრენით გადაადგილდება

1213390
ბუკინგემის სასახლესთან ტრამპის ვიზიტი გააპროტესტეს
trump karşıtı gösteri.jpg

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში,  ბუკინგემის სასახლესთან, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ ქვეყანაში ვიზიტი გააპროტესტეს. ბუკინგემის სასახლესთან  გამართულ საპროტესტო აქციებში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ,  ტრამპის მიგრაციის საწინააღმდეგო პოლიტიკა გააპროტესტეს. ტრამპი დღეს პრემიერმინისტრ ტერეზა მეის უნდა შეხვდეს, რომელიც ასევე აქციის ფონზე ჩაივლის. მეორეს მხრივ, იმის გამო რომ ტრამპის კორტეჟი აქციის მონაწილეებს არ შეხვდეს, ლონდონში უმეტეს წილად ვერტმფრენით გადაადგილდება. ლონდონში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ტრამპის გამოსახულებით  6 მეტრიანი საჰაერო ბუშტი გაუშვეს. აქციის მონაწილეებმა გასაბერ ბუშტს – „ბეიბი ტრამპი“ უწოდეს.



მსგავსი ინფორმაციები