ტრამპს მეორე ვადითაც სურს პრეზიდენტობა

თავის კანდიდატობას იგი 18 ივნისს გამოაცხადებს

1212357
ტრამპს მეორე ვადითაც სურს პრეზიდენტობა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მეორე ვადით თავის კანდიდატობას ოფიციალურად, მიმდინარე წლის 18 ივნისს გამოაცხადებს. "მე საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადითაც წამოვაყენებ ჩემს კანდიდატურას და მისი ოფიციალური გამოცხადება მოხდება 18 ივნისს რა, თან მახლდებიან პირველი ლედი, მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსე და მისი მეუღლე კარენ პენსე. მე კანდიდატურას წამოვაყენებ ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოს Amway Center-ში, 20 ათასი დამსწრის წინაშე და ყველას ვიწვევ ამ ისტორიულ შეხვედრაზე“, აღნიშნავს ტრამპი. დემოკრატებში კი კანდიდატებს შორის წინ არის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. როგორც ცნობილია ტრამპი, ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდა 2016 წლის 8 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებით და მომდევნო არჩევნები კი 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები