მაროკოში ასეულობით ექიმმა თანამდებობა დატოვა

მაროკოში ასეულობით ექიმმა თანამდებობა დატოვა

1190940
მაროკოში ასეულობით ექიმმა თანამდებობა დატოვა

მაროკოში,  სახელმწიფო საავადმყოფოებში მომუშავე 310-მა  ექიმმა  ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გამოუსწორებლობის გამო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო სექტორის ექიმების კოოპერატივიდან გავრცელებული განცხადების თანახმად, სხვადასხვა ქალაქებში სახელმწიფო საავადმყოფოებში მომუშავე ექიმები ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გასაპროტესტებლად თანამდებობიდან წავიდნენ. მათ ამის შესახებ შესაბამისი განცხადებები უკვე დაწერეს. მაროკოში სახელმწიფო საავადმყოფოებში მომუშავე ექიმები დაახლოებით 700 დოლარამდე ხელფასს ღებულობენ, მაშინ როცა კერძო საავადმყოფოებში ექიმების ხელფასები საგრძნობლად მაღალია.

 



მსგავსი ინფორმაციები