გრიგალმა 2 ბავშვი შეიწირა

ისინი გასაბერ ბატუტზე თამაშობდნენ

1174868
გრიგალმა 2 ბავშვი შეიწირა

 

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, გუშინ, ძლიერმა გრიგალმა გადაუარა ერთ პარკს, სადაც 2 გასაბერი ბატუტის ცაში ატაცების შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივი პრესის ცნობით, გუშინ შუადღისას, ჰენანის პროვინციის შანგკიის რაიონის სოფელ იუშენგში უცბად ამოვარდნილმა გრიგალმა ცაში აიტაცა გასაბერი ბატუტი, რომელზედაც 2 ბავშვი თამაშობდა და სამწუხაროდ, ორივე მათგანი დაიღუპა, ხოლო იქ მყოფი 20-მდე კაცი კი დაშავდა, რომლებიც სასწრაფოებით გადაიყვანეს საავადმყოფოებში. ამავე ცნობით, გრიგალმა დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა პარკს და მის მიმდებარე ტერიტორიებს და ნაგებობებს



მსგავსი ინფორმაციები