რომის პაპი, მუსლიმანურ მაროკოს სტუმრობს

მან და მაროკოს მეფემ ხელი მოაწერეს "იერუსალიმის დეკლარაციას"

1173918
რომის პაპი, მუსლიმანურ მაროკოს სტუმრობს

 

ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის მუსლიმანურ სახელმწიფო მაროკოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი, პაპი ფრანცისკა, ამ ქვეყნის მეფე მოჰამედ მეექვსემ მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში პაპმა თქვა, რომ მისი ეს ვიზიტი, რელიგიებს შორის დიალოგის განვითარებისა და ურთიერთ გაცნობისათვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. "მე მოვუწოდებ ყველას, დააჩქარონ და გააერთიანონ ისეთი ძალისხმევები, რომლებიც დიალოგის გზით, სოლიდარობაზე დაფუძნებულ ახალ სამყაროს ააშენებენ“, განაცხადა პაპმა და დაამატა, რომ სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის საჭიროა დიალოგის კულტურის გაგრძელება, ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნა. მეორეს მხრივ, პაპმა და მაროკოს მეფემ დედაქალაქ რაბათის სამეფო სასახლეში ხელი მოაწერეს ე.წ. "იერუსალიმის დეკლარაციას", რომლითაც მსოფლიო საზოგადოებრიობას მოუწოდებენ,  კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის და შეხვედრის წერტილი,  მონოთეისტური 3 რელიგიის წევრთა მშვიდობიანი თანაარსებობის სიმბოლო, ქალაქი იერუსალიმი შეინარჩუნონ და მისი დაცვა გარანტიაში აიყვანონ.



მსგავსი ინფორმაციები