სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში  ზუზანა ჩაპუტოვა ლიდერობს

მეორე ტური 30 მარტს გაიმართბა

1164999
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში  ზუზანა ჩაპუტოვა ლიდერობს

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში  ზუზანა ჩაპუტოვა ლიდერობს. ხმების 95%-ის დათვლის შედეგად ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ზუზანა ჩაპუტოვას მეტოქე ევროკომისიის პრეზიდენტის ყოფილი მოადგილე,  მაროში შეფჩოვიჩი იქნება. არაოფიციალური მონაცემებით,   პირველ ტურში ზუზანა ჩაპუტოვამ ხმების 42,2%-ი მოაგროვა, ხოლო მაროშ შეფჩოვიჩმა 18.7%-ი. ამ შედეგების მიხედვით 30 მარტს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის ზუზანა ჩაპუტოვა  და  მაროშ შეფჩოვიჩი იბრძოლებენ რა, ხმათა უმრავლესობის მიხედვით გამოვლინდება ქვეყნის ახალი პრეზიდენტი. 4,4 მილიონია ამომრჩევლის მყოლ სლოვაკეთში არჩევნებში აქტივობა 48,4%-ით დაფიქსირდა. ჩეხეთისგან 1993 წელს გამოყოფილ სლოვაკეთში  პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი კი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გახდება.



მსგავსი ინფორმაციები