Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

თვითმფრინავში 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდნენ

1160433
Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავმა „Ethiopian Airlines“  კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი კენიის დედაქალაქ  ნაირობის რეისს ასრულებდა. ეთიოპიის პრემიერის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა,  149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდნენ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო ორგანო,  EBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად,  ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი დაიღუპა. ამავე სამაუწყებლო ორგანოს ინფორმაციით, ბორტზე 33 ეროვნების მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.



მსგავსი ინფორმაციები