ტერაქტი თვითნაკეთი ნაღმით
დაიღუპა 9 ჯარისკაცი
1155943
აფრიკის სახელმწიფო მალის ცენტრალურ რეგიონ მოპტიში, სამხედრო ბადრაგის გავლის დროს გზაზე ჩადებული ნაღმი აფეთქდა, რასაც 9 ჯარისკაცი ემსხვერპლა. მალის არმიიდან გავრცელებული განცხადებით, აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც G5 წოდებული მალის, მავრიტანიის, ნიგერიის, ჩადის და ბურკინა ფასოს ჯარისკაცებისაგან შემდგარი ავტომანქანების კოლონა ბოლკესის დასახლებასთან გადიოდა და თვითნაკეთი ნაღმის აფეთქებას 9 ჯარისკაცი ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა. გასულ კვირას, ამავე რეგიონში, ერთი მოკლული კაცის გვამში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 17 კაცი დაიღუპა, 15 დაიჭრა