მიუნხენის კონფერენცია გააპროტესტეს

საპროტესტო აქციაში 4 ათასზე მეტმა კაცმა მიიღო მონაწილეობა

1146904
მიუნხენის კონფერენცია გააპროტესტეს

 

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე 55-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის გასაპროტესტებლად მრავალათასინი  აქცია გაიმართა. ზოგიერთი ცნობებით, მასში 4 ათასზე ადამიანი მონაწილეობდა და მთავარი სლოგანები იყო:  "ჩვენ არ გვინდა თქვენი ომი", "გააუქმეთ ნატო“, “დაასრულეთ იარაღის ექსპორტი","ხელები შორს ვენესუელასგან", "სამართალი პალესტინელებისთვის“ და ა.შ. საპროტესტო აქციის უსაფრთხოება მაღალ დონეზე იყო დაცული და იგი მარიენპლაცაზე, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დასრულდა



მსგავსი ინფორმაციები