მაჰმუდ აბასი პალესტინის საკითხის განსახილველად ეგვიპტეში იმყოფება

მაჰმუდ აბასი პალესტინის საკითხის განსახილველად ეგვიპტეში იმყოფება

1119606
მაჰმუდ აბასი პალესტინის საკითხის განსახილველად ეგვიპტეში იმყოფება

პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ აშშ-ის, ისრაელის და ჰამასის მიერ მოუგვარებელი პრობლემის წინაშე არიან. ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში ჩასულმა აბასმა, აქ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „პალესტინის საკითხი, აშშ-ის, ისრაელის და ჰამასის მოუგვარებლობის გამო დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. პალესტინის მთავრობა არ დანებდება,“ განაცხადა აბასმა. პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილების შემდეგ, პალესტინის მთავრობის წარმომადგენლებს არცერთ ამერიკის  წარმომადგენელთან შეხვედრა არ გაუმართია რა, ამ საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა აქვთ შემოღებული. აბასმა ისიც გაიხსენა, რომ 2017 წელს ტრამპს ოთხჯერ შეხვდა და ამ შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა, ორ სახელმწიფოიანი მოდელის შემუშავება იყო, რაზეც მისი თქმით, ტრამპი დათანხმდა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ვაშინგტონის მთავრობამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა.  მაჰმუდ აბასი პალესტინის საკითხის განსახილველად სამ დღიანი ვიზიტით ეგვიპტეში იმყოფება სადაც, ქვეყნის პრეზიდენტ, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.



მსგავსი ინფორმაციები