ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1112239
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
endonezya tsunami2.jpg
endonezya tsunami1.jpg

ინდონეზიაში, ზონდის სრუტეში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  281-მდე გაიზარდა. ინდონეზიის ეროვნული კატასტროფის მართვის სააგენტოს პრესსპიკერის განცხადებით, კუნძულ  სუმატრასა და იავას შორის მდებარე, ზონდის სრუტეში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 281-მდე გაიზარდა. მისივე თქმით მომხდარის შედეგად ასევე 1016 ადამიანიც დაშავდა. ეროვნული კატასტროფის მართვის სააგენტოს პრესსპიკერი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის 57 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მეორეს მხრივ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მოსახლეობა აცხადებს, რომ ცუნამის გამაფრთხილებელი სისტემა დროზე არ ამოქმედდა, რის გამოც მომხდარს დიდი მსხვერპლი მოჰყვა  რა, ამაში მთავრობას ადანაშაულებენ. ინდონეზიის დასავლეთ რეგიონებს ცუნამი 22 დეკემბერს გადაუარა და რამდენიმე დასახლება გაანადგურა.



მსგავსი ინფორმაციები