ბრიუსელში დემონსტრაციაზე 90 ადამიანი დააკავეს

ზოგიერთი დემონსტრანტი ევროკომისიის შენობაში ძალის გამოყენებით შესვლას შეეცადა

1108555
ბრიუსელში დემონსტრაციაზე 90 ადამიანი დააკავეს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გუშინ რადიკალურად მემარჯვენე მიგრაციის მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ დემონსტრაციაზე, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, 90 ადამიანი დააკავეს. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური მიგრაციის შეთანხმების მოწინააღმდეგე, რადიკალურად მემარჯვენე ფლამანდიური ასოციაციების მოწოდებით შუმანის მოედანზე, სადაც ევროკავშირის ორგანიზაციები მდებარეობს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. 

საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებმა ქუჩაში ნიშნები, ნაგვის ურნები და ბარიერები გადააბრუნეს.  

მათ ევროკომისიის შენობის კარები, მინები და დროშის ანძები გატეხეს და გარშემო ტროტუარის ქვები ისროლეს.

ზოგიერთი დემონსტრანტი ევროკომისიის შენობაში ძალის გამოყენებით შესვლას შეეცადა და მედიის ბევრ წარმომადგენელს თავს დაესხა.

მას შემდეგ რაც ჯგუფი არ დაიშალა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. რეგიონში დიდი რაოდენობით ცხენოსანი პოლიციელი გაიგზავნა.

მომხდარის შედეგად ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიმდებარე ტერიტორიები ომის ველს დაემსგავსა. 


საკვანძო სიტყვები: #ბრიუსელი , #დემონსტრაცია

მსგავსი ინფორმაციები