ბრაზილიაში ერთ-ერთ ტაძარში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ქალაქ კამპინასში ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

1105207
ბრაზილიაში ერთ-ერთ ტაძარში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ბრაზილიის სან პაოლოს შტატის ქალაქ კამპინასში ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა.  

წირვის დროს შეუიარაღებული პირი ტაძარში შევიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, ბოლოს კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

თავდამსხმელის ვინაობისა და ასაკის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.



მსგავსი ინფორმაციები