პუტინ-ტრამპის შეხვედრა არგენტინაში არ გაუქმებულა

ამის შესახებ პესკოვმა დღეს განაცხადა

1096610
პუტინ-ტრამპის შეხვედრა არგენტინაში არ გაუქმებულა

 

კრემლის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას არ ელიან.

მოსკოვში გამართულ პრეს კონფერენციაზე  პესკოვმა, ორი ლიდერის არგენტინაში, დიდ ოციანთა სამიტზე დაგეგმილი შეხვედრის, ქერჩის სრუტის დაძაბულობის გამო შესაძლო გაუქმების შესახებ დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის გაუქმებას არც ერთი მხრიდან არ ელიან.

პესკოვმა, იმ ფაქტს, რომ ტრამპმა ქერჩის სრუტის დაძაბულობას, "აგრესია" უწოდა, ასეთი შეფასება მისცა: "ჩვენ ტრამპის ეს განცხადება ჩავიწერეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ რას გულისხმობს იგი ამ აგრესიაში. ასე მაგალითად, თუ ტრამპი რუსული სასაზღვრო ძალების ქმედებების მიმართ გულისხმობს, მაშინ, ჩვენ ვერ შევუერთდებით და ვერ დავეთანხმებით მის ასეთ შეფასებას. ასე რომ, ბუენოს აირესში პუტინ-ტრამპის შეხვედრისადმი მზადება გრძელდება და ჩვენ ვაშინგტონისგან რაიმე სხვა ინფორმაცია არ მიგვიღია“.



მსგავსი ინფორმაციები