New York Times-ი არაკანელი მუსლიმანების შესახებ სტატიას აქვეყნებს

New York Times-ი არაკანელი მუსლიმანების შესახებ სტატიას აქვეყნებს

1094194
New York Times-ი არაკანელი მუსლიმანების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ამერიკული გაზეთი New York Times-ი, როჰინჯა მუსლიმების მიმართ ჩადენილ ძალადობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც გაზეთი აცხადებს, რომ მათ სამშობლოში დასაბრუნებლად, მიანმარელ გენერლებზე და მათ მოკავშირეებზე შესაბამისი ზეწოლა უნდა განხორციელდეს. გაზეთი აღნიშნულის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს: „მიანმარს არაკანელი მუსლიმების მიმართ ჩადენილის გამო ბოდიშის მოხდის უფლებაც არ აქვს.“ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უსამშობლო როჰინჯა მუსლიმების სამშობლოში დაბრუნების საკითხი შეჩერდა მაგრამ მათ მიმართ ძალადობა გრძელდება. გაზეთი, ბანგლადეშსა და მიანმარის მთავრობებს შორის გაფორმებულ რეადმისიის შეთანხმებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც გაერო და მრავალი ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციაც ეწინააღმდეგება, აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება შეიძლება ეთნიკურ წმენდაში გადაიზარდოს.  „არაკანელი მუსლიმების მდგომარეობა, მსოფლიოში ყველაზე უსამართლო საკითხი გახლავთ. მიანმარის მთავრობა, რომლის უმრავლესობაც  ბუდისტები გახლავთ, არაკანელი მუსლიმანების მიმართ განხორციელებული ქმედებები დიდი უსამართლობაა და ისინი მუსლიმი უმცირესობების მიმართ ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ. ამიტომ ყველა დამნაშავე საერთაშორისო სისხლის სასამართლოების მიერ უნდა იქნეს გასამართლებული,“ აღნიშნულია გაზეთ,  New York Times-ის მიერ არაკანელი მუსლიმების მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.



მსგავსი ინფორმაციები