საფრანგეთში საწვავის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთში საწვავის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას მსხვერპლი მოჰყვა

1090031
საფრანგეთში საწვავის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ  საპროტესტო აქციას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთში საწვავის მაღალი ფასის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა, 409-მდე დაშავდა, 157 ადამიანი კი დააკავეს. სხვადასხვა კოოპერატივების ორგანიზებით გამართულ აქციაზე, მომიტინგეებმა გზები ჩახერგეს და მთავრობას მოუწოდეს, ნავთობპროდუქტებზე გადასახადის ზრდაზე უარი თქვას. ხანდახან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებიც მოხდა, რის საწინააღმდეგოდაც პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად,  ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. საწვავის მაღალი ფასების გასაპროტესტებლად მისული აქციის მონაწილეები ასევე პრეზიდენტ მაკრონის გადადგომასაც მოითხოვდნენ. მომხდარის შემდეგ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აქციებში სულ 287 000 ადამიანი მონაწილეობდა რა, მომხდარი შეტაკებების დროს 1 ადამიანი დაიღუპა, 409-მდე დაშავდა, 157 ადამიანი კი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები