მარსელში 2 ბინა ჩამოინგრა

10 კაცი დაკარგულად არის გამოცხადებული

1082286
მარსელში 2 ბინა ჩამოინგრა

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ქრისტეფორ კასტანერის განცხადებით, დღეს გამთენიისას, ქალაქ მარსელში ადრე დაცლილი 2 ავარიული ოთხსართულიანი ბინა ჩამოინგრა, რის შედეგად, სავარაუდოდ დაკარგული 10 ადამიანის ძებნას განაგრძობენ.

ეს განცხადება მინისტრმა დანგრეული შენობების დათვალიერების შემდეგ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამ 10 კაციდან რვა ჩამონგრეულ შენობებში იმყოფებოდა, ხოლო ორნი კი შენობების წინა ტროტუარზე სეირნობდნენ რა, სამაშველო და საძიებო ეკიპაჟები აგრძელებენ გამოხსნით სამუშაოებს.

მარსელის მერის, ჟან-კლოდ გაუდინის განცხადებით კი, ნგრევის ქვეშ მოყოლილები სავარაუდოდ დაიღუპნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩამონგრეული 2 შენობიდან ერთი დიდ ხანია რაც დაცლილი იყო, ხოლო მეორეში მცხოვრებთა ევაკუაცია 18 ოქტომბერს განხორციელდა



მსგავსი ინფორმაციები