ისრაელი გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორს

ისრაელი გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორს

1076580
ისრაელი გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორს

ისრაელმა, გუშინ ღამის საათებში ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში გარკვეული ნაწილები დაბომბა. ისრაელის არმიის პრესსამსახურის ცნობით, მათმა სამხედრო საჰაერო ძალებმა ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში 80 პოზიციაზე ავიაიერიში მიიტანეს. მათივე განცხადებით, გუშინ ღამით ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა იქნა ნასროლი, რომელთაგან 10 რკინის გუმბათად წოდებულ საჰაერო თავდაცვის სიტემებმა გაანადგურა, ხოლო დანარჩენი რაკეტები ცარიელ მიწებზე ჩამოვარდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ღაზაში, აშრაფ ალ-ქუდრას განცხადებით, ისრაელის მხრიდან ღაზის ჩრდილოეთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ინდონეზიის საავადმყოფოს მატერიალური ზიანი მიადგა. აშრაფ ალ-ქუდრამ თავდასხმა დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებებს  შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. მეორეს მხრივ, ღაზის საზღვარზე გუშინ ისრაელის სამხედროების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 5 პალესტინელი დაიღუპა, 180 კი  დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები