პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა პირველი განცხადება გააკეთა

პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა პირველი განცხადება გააკეთა

1075063
პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა პირველი განცხადება გააკეთა

საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა და აღნიშნა რომ მომხდარის გამოსაძიებლად თურქეთთან თანამშრომლობენ.

პრინცმა, პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განცხადება გააკეთა და დასძინა: " ორივე ქვეყნის ხელისუფლება, დამნაშავეების დასასჯელად თანამშრომლობის წარმოებას დაამტკიცებს... არიან ძალები რომლებსაც სურთ საუდის არაბეთისა და თურქეთის ურთიერთობების გაფუჭება. მანამდე სანამ მეფე სალმანი, მე და ერდოღანი ვიქნებით, ამას ვერ მოახერხებენ"

პრინცმა სალმანმა აღნიშნა რომ ხაშოგის მკვლელობა ძალიან სამწუხარო და უსამართლოა და შედეგის მისაღწევად თურქეთთან ერთად მუშაობენ.

ტახტის მემკვიდრე პრინცის განაცხადებით სჯერა რომ სამართალი იზეიმებს.



მსგავსი ინფორმაციები