ინგლისელები „ბრექსიტის“ საკითხზე ხელმეორედ რეფერენდუმს ითხოვენ

ლონდონში დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა, ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის ანუ, „ბრექსიტის“ საკითხზე ხელმეორედ რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს.

1072638
ინგლისელები „ბრექსიტის“ საკითხზე ხელმეორედ რეფერენდუმს ითხოვენ
ingiltere brexit yuruyusu2.jpg
ingiltere brexit yuruyusu1.jpg

ინგლისის დედაქალაქ, ლონდონში დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა, ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის ანუ, „ბრექსიტის“ საკითხზე ხელმეორედ რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს. „ხალხის ხამ“ პლატფორმის ორგანიზებით ჩატარებული დემონსტრაცია ქვეყანაში ბოლო 10 წლის მანძილზე გამართული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გახლდათ. პარკ ლეინზე დაწყებული მსვლელობა პარლამენტის შენობის წინ დასრულდა. „ბრექსიტმა ჩემი მომავალი მოიპარა“, შესაძლებელია თუ არა ხელმეორედ რეფერენდუმი ჩატარდეს?“ „ეს ჩემი მომავალიცაა“, „ჩვენ გვიყვარს ევროპა“ და სხვა მსგავსი ლოზუნგებით გამოსული დემონსტრანტები საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში ხელმეორედ რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდნენ. აღნიშნულ საპროტესტო აქციას, თვით ლონდონის მუსლიმი მერი,  სადიქ ხანიც შეუერთდა. ხანმა აქციის მონაწილეებს ამ სიტყვებით მიმართა: „არაფერია იმაზე დემოკრატიული, ვიდრე ხალხს მისცე უფლება, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი.“ აქციას ესწრებოდნენ ასევე სხვა პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. შეგახსენებთ, რომ ინგლისი პრემიერი, ტერეზა მეი „ბრექსიტის“ საკითხზე ხელმეორედ რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგება. გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 ჩატარდა რა, გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს ინგლისი  ევროკავშირს ოფიციალურად.



მსგავსი ინფორმაციები