მარია ზახაროვამ ევფრატის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასა

მარია ზახაროვამ ევფრატის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასა

1066429
მარია ზახაროვამ ევფრატის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასა

რუსეთი, ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მხრიდან მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში, აშშ-ს მხარდაჭერით ავტონომიური მმართველობის შექმნის მცდელობის  გამო შეშფოთებულია. აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა.  ზახაროვამ ყოველკვირეული ტრადიციული პრესკონფერენციის დროს სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. „მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული ვითარება სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება. ამერიკა კი ამ ყველაფერში პირდაპირ კავშირშია. სირიის ამჟამინდელი კონსტიტუციის მიხედვით ზოგიერთი ავტონომიური მმართველობების ქმედებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. მსგავსი ავტონომიური მმართველობა იქ მცხოვრებ არა ქურთ მოსახლეობას დიდად აწუხებს,“ განაცხადა მარია ზახაროვმა.



მსგავსი ინფორმაციები