ფლორიდის შტატს ქარიშხალი უახლოვდება

ქარიშხალი „მაიკლის“ გამო ფლორიდის შტატის ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

1064965
ფლორიდის შტატს ქარიშხალი უახლოვდება

აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთს მიახლოებული ქარიშხალი „მაიკლის“ გამო ფლორიდის შტატის ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ერთი რეგიონისთვის კი ევაკუაციის გადაწყვტილება იქნა მიღებული.

ამერიკის ეროვნული ქარიშხლების ცენტრის განცხადებით, გუშინ წინ კარიბის ზღვაში წარმოქმნილი ტროპიკული ქარიშხალის „მაიკლის“ სიჩქარემ საათში 120 კილომეტრს მიაღწია და იგი პირველ კატეგორიამდე ავიდა.


დღეს, სავარაუდოდ, ქარიშხალი მესამე კატეგორიამდე ავა და ფლორიდის სანაპიროებს მიაღწევს.

ფლორიდის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შტატის სანაპიროზე მდებარე 26 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და დაამატა: „ეს ქარიშხალი სიცოცხლისათვის სახიფათოა. ყველა მზადყოფნაში იყოს.“

ფლორიდის რეგიონ გალფისთვის კი სავალდებულო ევაკუაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.  


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ფლორიდა , #ქარიშხალი

მსგავსი ინფორმაციები