გაეროს ექსპერტებმა არაკანის მუსლიმების შესახებ ანგარიში მოამზადეს

ანგარიშში მოთხოვნილია მიანმარის არმიის გენერლების გენოციდის ბრალდებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გასამართლება

1038572
გაეროს ექსპერტებმა არაკანის მუსლიმების შესახებ ანგარიში მოამზადეს

გაეროს ექსპერტებმა არაკანის მუსლიმების შესახებ ანგარიში მოამზადეს. მის მიხედვით, მიანმარის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა მინ აუნგ ჰლაინგმა და ბევრმა მაღალი რანგის გენერალმა არაკანის მუსლიმების მიმართ გენოციდი ჩაიდინა. ანგარიშში მოთხოვნილია მიანმარის არმიის გენერლების გენოციდის ბრალდებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გასამართლება.

გაერო ასევე მოითხოვს მიანმარის კაჩინისა და შანის პროვინციებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულებების და მათზე პასუხიმგებელების გამოძიებას.  

არაკანის შტატში 2012 წელში ბუდისტებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტი მოხდა და ათასობით ადამიანი, მათგან უმეტესობა მუსლიმი, სასტიკად იქნა მოკლული, ასობით სახლი და ოფისი კი გადაწვეს.

არაკანის მუსლიმები, 2016 წლის ოქტომბერში შტატში პოლიციის ზოგიერთ საკონტროლო პუნქტზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიანმარის არმიის მიერ დაწყებული ოპერაციის დროს ძალადობისა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ოპერაციის მთავარი სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა.

2017 წლის 25 აგვისტოს კი არაკანში სასაზღვრო პოლიციის განყოფილებებზე მომხდარი თავდასხმების მიზეზით მიანმარის არმიამ და ბუდისტმა ნაციონალისტებმა მასობრივი ძალადობა დაიწყეს და 10 ათასამდე ადამიანი ამოხოცეს. ეთნიკურ წმენდაში გადაზრდილი თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი სოფელი არმიისა და ფანატიკოს ბუდისტების მიერ იქნა განადგურებული, 700 ათასზე მეტი არაკანის მუსლიმი მთიან რეგიონში, მდინარეებითა და ზღვით მეზობელ ბანგლადეშში გაიქცნენ.  

ბანგლადეშში თავშეფარებული კოქს ბაზარის რეგიონის ბანაკებში რთულ პირობებში მცხოვრები ასი ათასობით არაკანის მუსლიმი მსოფლიოსგან დახმარებს ელის.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #მიანმარი , #არაკანი

მსგავსი ინფორმაციები