ვენესუელაში და ვანუატუში მიწისძვრები მოხდა

მათ რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია

1036071
ვენესუელაში და ვანუატუში მიწისძვრები მოხდა

 

ვენესუელას ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე რიხტერის შკალით 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ეს არის ამ ქვეყანაში 1900 წლის შემდგომი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა და რყევების დასრულების კვალდაკვალ მრავალი შენობიდან მცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინეს.

ქალაქ კუმანაში, სავაჭრო ცენტრის ლიფტი მიწისძვრის დროს ჩამოვარდა და მასში მყოფები დაშავდნენ. ეს მიწისძვრა იგრძნეს ასევე მეზობელ ქვეყნებში, კოლუმბიაში, გვინეაში, ბარბადოსში და გრენადაში.

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნესტორ ლუის რევეროლმა განაცხადა, რომ პირველადი ინფორმაციების თანახმად, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ არიან დაშავებულები და მიყენებულია დიდი მატერიალური ზიანი.

მეორე მიწისძვრა, რომლის სიძლიერე 6,7 მაგნიტუდით დაფიქსირდა, წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ვანუატუს კუნძულებზე მოხდა და მასაც რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია



მსგავსი ინფორმაციები