ჩილეში ცელოფანის პარკების მოხმარება აიკრძალა

კანონის დამრღვევი 370 დოლარით დაჯარიმდება

1025881
ჩილეში ცელოფანის პარკების მოხმარება აიკრძალა

 

BBC-ის ინფორმაციით, ჩილე გახდა სამხრეთ ამერიკაში პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა ცელოფანის პარკების მოხმარება და შესაბამისი კანონი ქვეყნის კონგრესზე ხმის უმრავლესობით იქნა მიღებული რა, ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინერამაც დაამტკიცა ეს კანონი.

ამ კანონის მიხედვით, პატარა მაღაზიები 2 წლის განმავლობაში, ხოლო სუპერმარკეტები კი 6 თვის განმავლობაში ბოლო წერტილს დაუსვამენ პლასტიკური პაკეტების გამოყენებას, თანაც ამ პერიოდის განმავლობაში თითოეულ მუშტარს ორ პარკზე მეტი აღარ მიეცემა.

ვინც არ დაემორჩილება ამ კანონს, 370 დოლარით დაჯარიმდება.  

პინერას განცხადებით, ახალი კანონი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩილეს სუფთა ქვეყნად გადაქცევის გზაზე



მსგავსი ინფორმაციები