ისრაელი, ღაზის კომერციული სასაზღვრო კარის მთლიანად დახურვას აპირებს

იგი მეორე ბრძანებამდე აღარ გაიხსნება

1013892
ისრაელი, ღაზის კომერციული სასაზღვრო კარის მთლიანად დახურვას აპირებს

 

ისრაელი, ღაზის ერთადერთი, რეფაჰის კომერციული სასაზღვრო კარის, რომელიც ამ სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, მთლიანად დახურვას აპირებს.

ღაზაში პროდუქტის შეტანის საბჭოს თავმჯდომარემ რაიდ ფუტუჰმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: "ისრაელის ხელისუფლებამ გვაცნობა, რომ დღეიდან ხსენებული სასაზღვრო კარი, მეორე ბრძანებამდე მთლიანად დახურული იქნება და მხოლოდ მედიკამენტების შეტანას მიეცემა ნებართვები".

ამ გადაწყვეტილებას მკაცრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ჰამასიდან, რომელმაც ისრაელის გადაწყვეტილებას პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დანაშაული უწოდა და  საერთაშორისო საზოგადოება ტელ ავივის დარღვევების შესახებ დუმილის გამო გააკრიტიკა.

რეფაჰის კარი, ეგვიპტეში 2013 წლის 3 ივლისს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხშირად იხურება და იგი ერთადერთი სასაზღვრო კარიბჭეა ეგვიპტესთან, დანარჩენი 6 კარის ღაზას ისრაელთან აქვს. ისრაელი არ იძლევა რეფაჰის კარიდან ყველანაირი პროდუქტის შეტანას რა, ზღუდავს პროდუქტების სახეობებსაც და რაოდენობასაც.

ასე მაგალითად, სამშენებლო მასალების შეტანა ღაზაში დაბლოკილია, ხოლო შეტანაზე ნებადართულ პროდუქციაზე კი რაოდენობრივი შეზღუდვებია დაწესებული



მსგავსი ინფორმაციები