საით მიდის სამყაროს მმართველობა

კიდევ ერთი რამაზანი და კრიზისების მოგვარებისათვის დიდძალი ჯაფის გამწევი თურქეთი

991843
საით მიდის სამყაროს მმართველობა

სამყარო უფრო უმართავ პროცესისკენ მიექანება. ტერორის, სამოქალაქო დაპირისპირებების და ბრძოლების პერიოდში ღაზის სექტორი კიდევ ერთხელ ხდება სისხლის ღვრის ცენტრი. ეს ყველაფერი კი  წყალობის  და პატიების თვე,  რამაზანში  (მარხვა)  ხდება. ისრაელის ჩამოყალიბებიდან დღემდე დაახლოებით 750 ათასი პალესტინელი საკუთარი სამშობლოდან განდევნილ იქნა რა, მიგრანტის პოზიციაში აღმოჩნდა.

იერუსალიმის სტატუსი

საუკუნეების განმავლობაში აბრააჰამისეულ ანუ მონოთეისტური რელიგიებისთვის წმინდა ადგილად მიჩნეულ იერუსალიმს, განსაკუთრებული სტატუსი გააჩნდა. ადრე მსოფლიო მასშტაბით ყველა სახელმწიფო აღიარებდა, რომ იერუსალიმი არცერთი ქვეყნის დედაქალაქი არ უნდა ყოფილიყო და არცერთ სახელმწიფოს საელჩო არ უნდა გადაეტანა იქ.   ფაქტობრივად, 1947 წლის გაეროს №181 რეზოლუცია  ითვალისწინებს იერუსალიმის გაერო-ს ადმინისტრაციის საერთაშორისო რეჟიმზე დაქვემდებარებას. 1948 წელს ჩამოყალიბებულმა ისრაელმა ჯერ დასავლეთი იერუსალიმის ხოლო  1967 წელს 6 დღიანი ბრძოლის შემდეგ, აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაცია მოახდინა. ამ მოვლენების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის და სტაბილურობისთვის მიიღო რეზოლუცია, რომელიც თელ-ავივის მთავრობას მოუწოდებდა, რომ 1967 წლის  საზღვრებს დაბრუნებოდა და ოკუპირებული ტერიტორიები პალესტინელებისთვის დაეთმო, მაგრამ იმ თარიღიდან მოყოლებული შეიძლება ითქვას, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი გახდა, რადგან ისრაელმა პარლამენტის და სამინისტროების შენობები იქ გადაიტანა. 1980 წელს ისრაელმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი ერთი მთლიანი დედაქალაქი გახდა. ამის საპასუხოდ კი გაერომ  მიღებული №478 რეზოლუციით   მათი ეს გადაწყვეტილება დაგმო  და ყველა იმ ქვეყანას, რომლსაც წარმომადგენლობები ჰქონდა იერუსალიმში გახსნილი, თელ-ავივში გადატანა დაავალა. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთაგან აშშ-მ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. იმ დღის შემდეგ წარმომადგენლობის იერუსალიმში მქონე ბოლივიამ, დომინიკის რესპუბლიკამ, ეკვადორმა, გვატემალამ, ჰაიტიმ, ჰოლანდიამ, კოლუმბიამ, პანამამ, ჩილემ, ურუგვაიმ და ვენესუელამ საელჩოები  თელ-ავივში გადაიტანეს. 2006 წელს კი ელ სალვადორმა  და კოსტა-რიკამაც საელჩოები თელ-ავივში გადაიტანეს რა, იერუსალიმში არცერთი ქვეყნის საელჩო აღარ დარჩენილა.

რის გაკეთებას ცდილობს აშშ?

1995 წელს ამერიკის კონგრესმა,  გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული №478 რეზოლუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, ხოლო თელ-ავივში   მყოფი საელჩოს იქ გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ საელჩო იერუსალიმში 1999 წლის მაისი თვემდე უნდა გადასულიყო, მაგრამ დღემდე ამერიკის სათავეში მოსულმა ყველა პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯის რაოდენს სახიფათო ყოფნის და ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობის გათვალისწინებიდან გამომდინარე ეს ნაბიჯი არ გადადგეს. „ბალფურის დეკლარაციის“ 100 წლის იუბილეზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებზე,  ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე მიუთითებს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის,  დონალდ ტრამპის მხრიდან საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა მართლაც და დამაფიქრებელია. მისი ასეთი ქმედება ახლო აღმოსავლეთში ყოველგვარ სტაბილურობას ეწინააღმდეგება და ახალი დაძაბულობის გამომწვევია. საელჩოს გადატანა, ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას ნიშნავს. აშშ ამ ქმედებით შეიძლება ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის ნაცვლად შეტაკებების მომხრეა. მიუხედავად  საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კრიტიკისა,  აშშ-ს მხრიდან ამდაგვარი ნაბიჯის გადადგმამ რა თქმა უნდა პალესტინელებში დიდი აღშფოთება და ზიზღი გამიწვია. შედეგად კი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მოძალადის წინააღმდეგ გამოსვლა,  წინააღმდეგობის გაწევა არაპროპორციული ძალა, სისხლი და ცრემლი მივიღეთ. პალესტინელები საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ მასიურად იქნენ მოკლული მოძალადე ისრაელის მხრიდან. პალესტინა კი მიმდინარე წელს  „al-Nakba“-ს (კატასტროფა)   70 წლისთავს    აღნიშნავს.

თურქეთი ახლო აღმოსავლეთში მეხანძრის როლში

2018 წლის 18 მაისს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რ.თ. ერდოღანის მოწვევით ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეკრება გაიმართა, რომელზედაც იერუსალიმის საკითხი განიხილეს. ამ სამიტს მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების უკანონო პრაქტიკის თვალსაზრისით. სამიტი მეტად წარმატებით დასრულდა და ის გააკეთა, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ მრავალ საერთაშორისო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებს. მასზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იერუსალიმის სტატუსის არ შეიძლება შეიცვალოს თვითნებური და უკანონო პრაქტიკის გათვალისწინებით. თურქეთის ლიდერობით მოწვეულ ამ სამიტს უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდა ისრაელისათვის, რადგან, მასზე ხაზგასმულ იქნა, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის საკითხი, ისევ და ისევ ისრაელის საზარალოდ იქნება, თანაც იგი რაიმე წვლილს არ შეიტანს ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების საკითხშიც, პირიქით, პრობლემას კიდევ უფრო ჩახლართავს და რეგიონს ახლიდან გაახვევს ცეცხლის ალში.  ყველაზე აქტიური ამ სამიტზე თურქეთი იყო, რომელმაც არ დაიშურა ძალისხმევა კონფლიქტის აღკვეთისა და კრიზისის დაძლევის მიზნით, მაგრამ, სამწუხაროდ მისი ხმა დარჩა როგორც მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რადგან, მისი ეს ძალისხმევა სათანადოდ არ იქნა დაფასებული და კიდევ ერთხელ ამოიწურა იმედები რეგიონში პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების გზაზე

2010 წლის 31 მაისს თურქეთის აქტივისტებმა პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს მავი მარმარათი, მაგრამ, ეს საქველმოქმედო საქმიანობა სისხლში ჩაახშეს ისრაელის ძალოვანებმა, რომლებმაც 10 აქტივისტი მოკლეს და ამით ლამის გაყინვის პირას მიიყვანეს აქამდე მეგობრული ურთიერთობები ანკარა-ტელ ავივს შორის. აქ სამწუხარო ისიც არის, რომ ისრაელმა ეს ქველმოქმედება შავ პროპაგანდადაც გამოიყენა და თურქები არა ტანჯული ღაზელებისადმი დახმარებაში, არამედ ტერორისტებისადმი მხარდაჭერაში დაადანაშაულა. შავ ლაქას ვერ ასცდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ც, რომელიც 4 ათას პალესტინელს ოჯახის შექმნაში დაეხმარა და ეს ორგანიზაციაც ტერორისტებისადმი მხარდაჭერაში დადანაშაულდა, როცა პირიქით, თურქეთი ყოველთვის ცდილობს და ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა რეგიონში საბოლოო მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს.

ამ რამაზანის თვეში თურქეთი ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან დაჭრილ პალესტინელებს სახლში გაუწევს ყველანაირ ამბულატორიულ დახმარებას, ამ მიზნით დიდი ოდენობით მედიკამანტებს, პრეპარატებს, სამედიცინო აღჭურვილობას ჩაუტანს ღაზელებს. მოკლედ, ამ 1 თვის განმავლობაში ანკარა ყოველდღიურად 1000 პალესტინურ ოჯახს, მთლიანობაში კი 200 ათას კაცს ცხელ საჭმელებს მიაწვდის, ხოლო 12 ათას ოჯახს კი კვების პროდუქტებით სავსე ყუთებს დაურიგებს. ეს დახმარება კი თუნდაც ოდნავ, მაგრამ, მაინც შვებას მოგვრის ტანჯულ პალესტინელებს 

თურქეთი რეგიონში პრობლემის საბოლოო მოგვარების მიზნით მხარს უჭერს ორ სახელმწიფოებრიობას, რაც არა მხოლოდ პალესტინელების, არამედ თვით ისრაელისთვისაც სასარგებლო იქნება და ლეგიტიმურობისთვისაც გამოადგება. ასე რომ, ტელ ავივი განმაცალკევებელი კედლებით, უსამართლო დადგენილებებით, ძალადობით, სისხლისღვრით, ბომბებით და იარაღით კი არ უნდა ცდილობდეს პალესტინელების განადგურებას, არამედ, სამართლიანი მართლმსაჯულებით, მოწყალებით და ტოლერანტობით უნდა მოიქცეს, რათა სახელმწიფო ლეგიტიმურობა შეინარჩონოს. 

კრიზისების მოგვარებისათვის ჯაფის გამწევი თურქეთი

სამართლისა და წყალობისთანა ღირებულებების დამცავი ტრადიციული მისიით ცნობილი თურქეთი, მთელი ისტორიის მანძილზე, რელიგიის, რასის, ენის და ეროვნების განურჩევლად ყოველთვის დაჩაგრულის გვერდით იდგა. ამის მრავალი მკაფიო მაგალითი არსებობს ისტორიაში. ასე მაგალითად, 1492 წელს ესპანეთის ინკვიზაციას გამქოცეული დაახლოებით 200 ათასამდე ებრაელი შეიფარა ოსმანეთის იმპეარიამ და საერთოდ, ებრაელები ამ იმპერიაში მეტად მნიშვნელოვან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ თანამდებობებს იკავებდნენ. მსგავსი ისტორია მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც. ნაცისტურ ხელისუფლების საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფ ასობით ებრაელს, თურქეთის კონსულმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში ნეჯდეთ ქენტმა, თავისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების მიუხედავად,  თურქეთის პასპორტები დაურიგათ და ისინი გადაარჩინა უეჭველი სიკვდილისგან. კუნძულ როდოსის საკონცენტრაციო ბანაკში წასაყვანი თურქი ებრაელები კი თურქეთის კონსულმა სელაჰეტტინ ულქუმენმა იხსნა სიკვდილისგან, რადგან, ისინი არ ჩააბარა გერმანელ გენერალს.  აი, ასეთი ისტორიული მაგალითებით უფრო უკეთ იგება  თურქეთის მხრიდან გამოჩენილი სამშვიდობო ძალისხმევა

დიახ, ანკარის მხრიდან გამოჩენილი ეს ძალისხმევა შესაბამისად უნდა დაფასდეს და ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. ახლო აღმოსავლეთი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენს, მთელი 400 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ოსმანეთის საიმპერატოროს გამგებლობაში და ამ დროის განმავლობაში არავითარ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია ეროვნულ თუ რელიგიურ ნიადაგზე, პირიქით, ასობით სხვადასხვა ეროვნების თუ რწმენის ხალხები ძმურად მეგობრულად ცხოვრობდნენ და მხოლოდ მისი დაშლის შემდეგ დაიწყო სისხლისმღვრელი ომები და კონფლიქტები. მშვიდობისა და სტაბილურობის დიდი ტრადიციის მქონე თურქეთს, ახლაც საგრძნობი წვლილი შეაქვს და მომავალშიც შეიტანს რეგიონში ყოველგვარი კონფლიქტების დასრულებისთვის.

თურქეთის მიზანი არასოდეს ყოფილა სხვა ქვეყნებზე გაბატონება და მათი ექსპლოატაცია და საკუთარი ეგოისტური ინტერესების გატარება, პირიქით იგი ცდილობს საკუთარი საზღვრების გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვისაც უზრუნველყოს სამართლიანობა. ამის გამო თურქეთი იმ გლობალური მიზნისთვის იღწვის, რომელიც არა მხოლოდ 80 მილიონს, არამედ შვიდ ნახევარ მილიარდ ადამიანს ეხება. ამ საკითხზე გულწრფელობა ახლო წარსულში მიანმარსა და ბანგლადეშში წარმოაჩინა. არაკანიდან მკვლელობებს გამოქცეულ და ბანგლადეშს შეფარებულ ასი ათასობით დევნილს ათასობით კილომეტრით დაშორებული თურქეთი დაეხმარა. თურქეთის პრეზიდენტი კრიზისის წარმოქმნის მომენტიდან ინტენსიური დიპლომატიით შეეცადა არსებული ჰუმანიტარული კრიზისისადმი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობას, რეგიონში თავისი ოჯახი გააგზავნა და მათ დევნილებს თურქეთის დახმარება ჩაუტანეს. ბანგლადეშში დევნილთა ბანაკებში მცხოვრებ ასი ათასობით დევნილს TİKA ცხელი კერძებით დღემდე ეხმარება. ვის შეუძლია თქვას, რომ თურქეთი 5500 კილომეტრის დაშორებით გაწეული ამ დახმარებით საკუთარი ინტერესების განხორციელებას ცდილობს. თურქეთის მცდელობა სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ არსებული წყობას, რომელიც საკუთარი ინტერესებისთვის მსოფლიოს თანდათან უმართავს ხდის, უთხრას, რომ შეჩერდეს.         

თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები

თურქეთის რესპუბლიკა ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მცდელობების მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. ისრაელის რეგიონის ქვეყნებთან, ომებსა და დაძაბულობებს თუ გავითვალისწინებთ, კავშირების ჯანსაღად გაგრძელება, ხელს უშლის რეგიონში ისრაელის მარტო დარჩენას. 

პალესტინის ყოველი კრიზისის შემდეგ თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები იძაბება. თურქეთის სენსიტიურობა და ადამიანური დამოკიდებულება დროდადრო ისრაელის მთავრობას არ მოსწონს და ეს ვითარება ორი ქვეყნის დიპლომატიურ კავშირებზეც გავლენას ახდენს. ღაზაში მომხდარი ბოლო კრიზისის შემდეგაც ელჩების გარკვეული პერიოდით თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებამ გააჩინა კითხვა, ეს შეამცირებს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების დონეს. ელჩების ორმხრივად გარკვეული პერიოდით გასვლა სწორი ნაბიჯი იქნება, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების დიდი ხნით გაწყვეტა, არაპირდაპირად შესაძლოა მომხდარით დაზარალებული პალესტინელებისათვის სანქციების დაწესებას ნიშნავდეს. გემ „მავი მარმარა“-ზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ წარმოქმნილი 6 წლიანი დაძაბულობა, ორმხრივად ელჩების დანიშვნის შეთანხმებით შემსუბუქდა და აღდგენილმა დიპლომატიურმა ურთიერთობებმა, ყველაფრის მიუხედავად თურქეთის მიერ პალესტინის საკითხში თავისი წვლილის შეტანა და დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებისათვის მიწოდება გააადვილა, რადგანაც იერუსალიმი  ოკუპირებულია, ღაზა ბლოკადაშია, იორდანეს დასავლეთ სანაპირო ალყაშია და პალესტინასთან დასაკავშირებელი გზები, უკანონოდ მაგრამ მაინც ისრაელის კონტროლის ქვეშაა. ასეთ მდგომარეობაში თავი უნდა შეიკავონ ემოციებისგან  და ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, როლებიც პრობლემებს გააღრმავებს. ორგანიზაციებმა ასეთ ვითარებაში კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ, საქმიანობა დიპლომატიურ მისიებთან და არენაზე აქტიურად მოქმედ TİKA -ს ოფისთან კონსულტაციებით უნდა დაგეგმონ.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მთავრობას ეს დღემდე არ გაუკეთებია, უკვე ყური უნდა დაუგდოს საერთაშორისო საზოგადოების ხმას და უნდა შეაჩეროს პალესტინელებზე ძალადობა. ისტორიაში ყველაზე მეტად დევნილი ერის წარმომადგენლები დღეს სხვას განაცდევინებენ იმ ტკივილს, რაც წარსულში თავად განიცადეს. მეორეს მხრივ, უკვე უნდა დაინახონ, რომ ქვეყანა, რომელიც კრიზისს აღრმავებს, ადამიანებს აქეზებს და რეგიონში დესტაბილიზაციას ქმნის, „შუამავლის“ როლს უკვე ვეღარ იკისრებს. იერუსალიმში, რომელსაც 100 წელია მშვიდობა მონატრებული აქვს, ისევე როგორც წარსულში, სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებმა მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ.

უეჭველია, რომ ყველგან, სადაც ადამიანები თავისუფლად და უსაფრთხოდ იმოქმედებენ და ეკონომიკა გამოცოცხლდება, მშვიდობა დამყარდება. TİKA-ს მისიაც არის იმ ადგილებში, სადაც ის ფუნქციონირებს, ეკონომიკის განვითარების ინფრასტრუქტურის გაძლიერებით მშვიდობიანი გარემო დაიცვას და იმ ადგილებში კი სადაც მშვიდობა დარღვეულია, იმუშაოს მის აღსადგენად.  



მსგავსი ინფორმაციები