გაეროს გენერალური მდივნის მოწოდება მიანმარის მთავრობას

გაეროს გენერალური მდივნის მოწოდება მიანმარის მთავრობას

988227
გაეროს გენერალური მდივნის მოწოდება მიანმარის მთავრობას

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა მიანმარის მთავრობას მოუწოდა,  არაკანელი მუსლიმანები, რომლებიც  იძულებით ემიგრაციაში იმყოფებიან,  სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმება დაუყონებლივ შეასრულოს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფანე დუჟარიჩმა ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით,  მიანმარის უსაფრთხოების ძალების მიერ გამოყენებული ძალადობის გამო იძულებით ბანგლადეშში გადასულ არაკანელი მუსლიმანების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაეროსა და მიანმარის მთავრობას შორის პროტოკოლი გაფორმდა. პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ გუტერესსა და მიანმარის მთავრობას შორის გაფორმებული პროტოკოლი მისასალმებელია, მაგრამ არაკანელების სამშობლოში დასაბრუნებად ჯერ-ჯერობით შესაბამისი პირობები მზად არ არის. დუჟარიჩმა ისიც აღნიშნა, რომ პროტოკოლში,  არაკანში განხორციელებული ძალადობის მოვლენებში მონაწილეების დასჯა და ჰუმანიტარული კორიდორის გახსნაც არის შეტანილი.



მსგავსი ინფორმაციები