ნეთანიაჰუმ მხარდაჭერა საფრანგეთშიც ვერ ჰპოვა

ნეთანიაჰუ-მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართა

986734
ნეთანიაჰუმ მხარდაჭერა საფრანგეთშიც ვერ ჰპოვა

ევროპული ტურნეს ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში ჩასულმა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესაბამისი მხარდაჭერა აქაც ვერ ჰპოვა. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა, ნეთანიაჰუსთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა: „განსაკუთრებით ბოლო კვირეებში ღაზის სექტორში სამოქალაქო პალესტინელების მიმართ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობ“. მაკრონმა შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც ორმხრივი და რეგიონალური,  ასევე ისრაელ-პალესტინის  საკითხები განიხილეს. მაკრონმა ისიც აღნიშნა, რომ იერუსალიმი ორივე ქვეყნის დედაქალაქი უნდა იყოს და მოლაპარაკებებიც ამ მიზნით უნდა წარიმართოს.



მსგავსი ინფორმაციები